პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
სსიპ. ქალაქ თბილისის 162-ე საჯარო სკოლის
ქიმიის პედაგოგის
ქეთევან ლეკიაშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
თემის სათაური
შემაჯამებელ სამუშაოებში მოსწავლეთა დაბალი აკადემიური შედეგების გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღებული შედეგების შეფასება.
2018-2019 სასწავლო წელი
სარჩევი
I თავი შესავალი
1. 1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა.------------------------------ გვ.3
1. 2 საკვლევი თემის მნიშვნელობა და აქტუალობა.--------- გვ.4
1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. ---------გვ.5
II თავი ლიტერატურის მიმოხილვა-------------------------გვ.5-6
III თავი მეთოდოლოგია
3.1. სამიზნე ჯგუფი -------------------------------გვ.7
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები----------გვ.7-8
3.3.საკვლევი კითხვები---------------------------გვ.8
3.4 მოსალოდნელი შედეგები----------------- -გვ.9
3.5 კვლევის მეთოდოლოგია----------------გვ.9-10
IV თავი მონაცემთა ანალიზი
4.1 თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის ანალიზი----გვ.10-12
4.2 კვლევის მიგნებები-------------------------------------------------გვ.12
V თავი კვლევის აღწერა
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა განხორციელება და შეფასება--------გვ.12-13
5.2 მეორადი კვლევის შედეგები-----------------------გვ.14
5.3 კვლევის ნაკლოვანებები(ხარვეზები)-------გვ.14-15
დასკვნა-------------------------გვ.15
რეკომენდაციები-------------გვ.16
ბიბლიოგრაფია---------------გვ.17
დანართი1----------------გვ.18
დანართი2---------------გვ.19
დანართი3---------------გვ.20
დანართი4--------------გვ.21
დანართი5---------------გვ.22
დანართი6---------------გვ.23
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ----------გვ.24
I თავი
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქ.თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში განხორციელებული კვლევის ანგარიშს. კვლევა ჩატარდა ამავე სკოლის პედაგოგის ქეთევან ლეკიაშვილის მიერ 10-ე კლასში.
პედაგოგიურმა პრაქტიკამ მიჩვენა ,რომ საშუალო საფეხურზე მოსწავლეები განსაკუთრებით ნაკლებ დაინტერესებას იჩენენ საბუნებისმეტველო საგნების მიმართ. ამ ასაკში მოსწავლეებს სხვა ინტერესები უჩნდებათ, მათი გარკვეული ნაწილი სასწავლო წლის მანძილზე პასიურია, არ ასრულებენ, ან ნაწილობრივ ასრულებენ მათზე დაკისრებულ სასწავლო მოვალეობებს, ეზარებათ დამოუკიდებლად მუშაობა, რთულდება მათი დაინტერესება, იკლებს ჩართულობის ხარისხი რაც მოქმედებს მათ აკადემიურ მიღწევებზე.პრობლემას ქმნის ისიც, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი არ არის დადებითად განწყობილი წერითი დავალებების მიმართ. ჩემი კვლევის მთავარი მიზანიც ის არის, რომ გამერკვია პრობლემის გამომწვევი მიზეზები, მეპოვა გზები რათა დავხმარებოდი მათ. უაღრესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ მოსწავლის მიერ მასალის შესწავლისას, დამოუკიდებელი წერითი სავარჯიშოების შესრულებისას ხდება არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ფლობის და გამოყენების უნარების განვითარება, არამედ ეს პროცესი ხელს უწყობს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობიერებას და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას.
კვლევა დემეხმარა გავიზარდო პროფესიული თვალსაზრისით, გავამდიდრო ჩემი პედაგოგიური გამოცდილება და საჭიროების შემთხვევაში გავუზიარო ჩემს კოლეგებს.
1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა.
საკვლევი საკითხი იყო შემაჯამებელ სამუშაოებში დაბალი აკადემიური შედეგების გაუმჯობესება
ნაშრომში წარმოდგენილია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის ეტაპები:
< პრობლემის იდენტიფიცირება;
< პრობლემის გამომწვევი მიზეზები;
<ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება;
<ინტერვენციების და შედეგების შეფასება.
კვლევის ანგარიშში წარმოდგენილია სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც ეფექტურად მივიჩნიე. პრობლემის კვლევისა და ინტერვენციის ანალიზმა მომცა საშუალება შემემუშავებინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ჩემი აზრით გააადვილებს სამუშაო პროცესს. რაც ხელს შეუწყობს შემაჯამებელ სამუშაოებში მოსწავლეთა დაბალი აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას, დავალებასთან დაკავშირებული მიდგომების შემუშავებას და თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავებას.
1.2 საკვლევი თემის მნიშვნელობა და აქტუალობა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და განსაკუთრებით ქიმიის შესწავლისას მოსწავლთა ინტერესი და მოტივაცია არცთუისე მაღალია, განსაკუთრებით რთულდება საქმე როცა საკითხები ღრმავდება და მოითხოვს მოსწავლეთა მხრიდან სიღრმისეულ გააზრებას. შესაბამისად სირთულეებიც იმატებს და მოტივაციის ვარდნასთან ერთად რთულდება შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ქიმიის სწავლების პროცესში შეიძლება უამრავი პრობლემის გამოკვეთა ,თუმცა ყველაზე მეტად პრობლემურად მაინც მიმაჩნია მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია და შედეგები შემაჯამებელი და წერითი სამუშაოების შესრულების პროცესში. როგორც ცნობილია შემაჯამებელ დავალებას, საშინაო და საკლასო დავალებასთან მიმართებაში თანაბარი წონა აქვს. ამასთან შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი არაჩვეულებრივი მასალაა იმისთვის, რომ მასწავლებელმა მის მიერ განხორციელებული აქტივობები შეაფასოს. ასევე გამოიტანოს დასკვნები ამ აქტივობების ეფექტიანობაზე. შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი მასწავლებელსაც და მოსწავლესაც უქმნის გარკვეულ წარმოდგენას რამდენადაა დაძლეული სასწავლო მასალა.
კვლევის მიზანს წარმოადგენს არსებული რეალობა, ჩემმა დაკვირვებამ მიჩვენა ის ,რომ მოსწავლეები ზეპირმეტყველებაში, ჯგუფური მუშაობისას, პრეზენტაციისას უფრო ჩართულები არიან და მაღალ აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე წერითი ან საშინაო დავალების შესრულებისას. ყველაზე დიდ პრობლემას შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების დროს ვაწყდები, საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის,სასწავლო პროცესისა და
მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით გადავწყვიტე გამომერკვია, დამედგინა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და შემემუშავებინა რეკომენდაციები რომელიც დამეხმარება მე, როგორც მკვლევარ მასწავლებელს,ასევე კოლეგებს, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათთვისაც ვინც მსგავსი ტიპის კვლევით დაინტერესდება.
1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კოლეგებთან გასაუბრებით და მოსწავლეთა გამოკითხვით გამოიკვეთა შემდეგი:
- მოსწავლის მხრიდან არ იყო საკმარისი ინტერესი გამოხატული იმ საკითხებზე, რომელიც გაუგებარია მათთვის.
- მაწავლებლის მიერ შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების ანალიზისას არ ხდება საკმარისი უკუკავშირი.
II თავი
ლიტერატურის მიმოხილვა
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გავეცანი უამრავ მასალას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ შემაჯამებელი და დამოუკიდებელი წერითი სამუშაოები სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
წერითი სამუშაოების შესრულებისას ხდება საკითხის სიღრმისეული გააზრება. თუ მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სწავლის პროცესში ის ზრუნავს დავალებების შესრულების ხარისხზე , ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას, უვითარდება პსუხისმგებლობის გრძნობა რაც დადებითად აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასევე ის, რომ პედაგოგმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს დავალებების რაოდენობა, წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს დავალებების შინაარსი ისე, რომ მოსწავლეების პოტენციალი მაქსიმალურად აამუშაოს, რათა მიღწეულ იქნას შედეგი და უფრო მეტიც მუშაობის პროცესი გახდეს მათთვის სასიამოვნო. მნიშვნელოვანია მოსწავლეებს დავანახოთ, რომ გვაქვს მათი მისამართით მაღალი მოლოდინები, რათა ჩვენმა ასეთმა განწყობამ პოზიტიურად იმოქმედოს მათ მოტივაციაზე.მიმაჩნია, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია შემაჯამებელ და წერით სამუშაოებში მიცემული დავალებების სირთულე და რაოდენობა. ასევე უაღესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია შესაბამისი უკუკავშირი მოსწავლესთან, ავუხსნათ რა შეასრულა კარგად და რა იყო მიზეზი იმისა რისი შესრულებაც გაუჭირდა, ამით გავზრდით დავალებების შესრულების ეფექტიანობას.
განხილული ლიტერატურიდან გამომდინარე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას რომ, მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს წერითი და შემაჯამებელი დავალებების სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი მოსწავლისთვის დასჯად არ იქცეს, იყოს ნაყოფიერი, ხელი შეუწყოს მოსწავლის აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას და სწავლა - სწავლების პროცესის სრულყოფას.
დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის “განვითარებისა და სწავლის თეორიები”( პირველი ნაწილი 2010წ გვ.111) კონსტრუქტივისტი ფსიქოლოგების აზრით, მასწავლებელმა მოსწავლეებს რთული, მაგრამ მიღწევადი დავალებები უნდა მისცეს, შემდეგ კი მათ საკმარისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს, რათა ისინი მოცემულ ამოცანას წარმატებით გაუმკლავდნენ.
თავდაპირველად, მასწავლებელმა მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაუწიოს მოსწავლეს, შემდეგ კი თანდათანობით უნდა შეამციროს მხარდაჭერა და შესაძლებლობა მისცეს ბავშვს, რომ დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება.
დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის “სწავლება და შეფასება”(მეორე ნაწილი 2010წ გვ.74) შეფასება მასწავლებელს აძლევს ინფორმაციას მოსწავლეების წინსვლის, მიღწევებისა და პრობლემების შესახებ, ანუ იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები. მეორე მხრივ, შეფასება მასწავლებელს აძლევს ინფორმაციას იმის შესახებაც , თუ რამდენად კარგად ასწავლის თვითონ მასწავლებელი და რამდენად შედეგიანია ის მეთოდიკა რომელსაც იგი იყენებს.
ჟურნალ “მასწავლებელში” 2019 წელი 29 მარტი-ის ნომერში ( ავტ.ნინო ლომიძე) სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული წერითი დავალება, მკაფიო, ნათელი, გასაგებად ჩამოყალიბებული, მარტივი ინსტრუქცია-შესრულების გარანტია თუ არა, შეუსრულებლობის პრევენცია მაინცაა.
აქვე საინტერესო მოსაზრებაცაა წარმოდგენილი - იმისათვის რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში. ავტორის აზრით, რთულ ინფორმაციულ გარემოში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა შეასრულოს გზამკვლევის როლი მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
III თავი
მეთოდოლოგია
3.1 სამიზნე ჯგუფი
კვლევის სამიზნე ჯგუფი, რომელთანაც განვახორციელე კვლევა არის- საშუალო საფეხური მეათე კლასი ( ჩვენს სკოლაში არის ორი მეათე კლასი ) ,42 მოსწავლიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 30-მა მოსწავლემ.
მოსწავლეებს შორის არ არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე.
კვლევა დავიწყე 2018-2019 სასწავლო წელის მეორე სემესტრიდან და გრძელდებოდა ექვსი თვე (იხ.დანართი2).
კვლევის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი მათი შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები (იხ. დანართი5) და ავუხსენი თუ რა მიზანს ისახავდა აღნიშნული კვლევა და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა და თანადგომა კვლევის განხორციელების პროცესში, ისინი სიამოვნებით დამთანხმდნენ თანამშრომლობაზე.
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები
ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის მიზანია:
< საშუალო საფეხურზე წერით და შემაჯამებელ სამუშაოებში მოსწავლეთა დაბალი აკადემიური შედეგების გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრა.
< შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება.
< მოსწავლეთა ცოდნის დონის გაუმჯობესება.
< თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განმტკიცება, რათა მოსწავლეებმა გააუმჯობესონ შემაჯამებელი სამუშაოს შედეგები.
საკვლევი საკითხის ამოცანა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- რამდენად მნიშვნელოვანია შემაჯამებელი სამუშაოები სწავლების პროცესში.
- რამდენად ასახავს შემაჯამებელი სამუშაოები მოსწავლეთა ცოდნის დონეს.
- როგორ გააუმჯობესებს აღნიშნული პრობლემის დაძლევა ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკას.
- როგორ აისახება შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები მოსწავლეთა საბოლოო შეფასებაზე.
3.3 საკვლევი კითხვები
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო გულისხმობს ყურადღების გამახვილებას თითოეულ მოსწავლეზე, როგორც სასწავლო პროცესის მთავარ მონაწილეზე , საკვლევი კითხვების ჩამოყალიბებისას პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი მოსწავლეების საჭიროებები, სადაც თითოეული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურების და მრავალფეროვნების გათვალისწინება არის აუცილებელი
იმისთვის, რომ ზუსტად გამომეყო ის მიმართულებები, რა მიმართულებებითაც განვახორციელებდი ჩემს კვლევას, კვლევის მიზანი ჩამოვაყალიბე კვლევის მთავარ კითხვად.
რა არის საშუალო საფეხურზე, კერძოდ, 10 კლასში ქიმიის სწავლებისას შემაჯამებელ სამუშაოებში შედარებით დაბალი აკადენიური შედეგების გამომწვევი მთავარი მიზეზები?
ქვეკითხვები:
1) რათომ უჭირთ მოსწავლეებს დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულება?
2) რა ქმედებები უნდა დაიგეგმოს პრობლემის მოსაგვარებლად?
3) როგორ გავზარდო მოსწავლეებში სწავლის შედეგიანობა და მოტივაცია?
4) რომელი ინტერვენციები იქნება ქმედითი პრობლემის მოსაგვარებლად?
5) როგორ შევაფასო ინტერვენციების ქმედითობის ხარისხი?
3.4 მოსალოდნელი შედეგები
კვლების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გამოიკვეთება შემაჯამებელი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეების მიზეზები, შემუშავდება რეკომენდაციები აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას.
3.5 კვლევის მეთოდები
2018 წლის ბოლოს( პირველი სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზისას, იხ. დანართი1) შევნიშნე, რომ მეათე კლესებში იყო დაბალი შედეგები შემაჯამებელ სამუშაოებში, დაიწია აკადემიურმა დონემ, მოსწავლეები იღებდნენ დაბალ შეფასებებს. გადავწყვიტე, აღნიშნულ პრობლემაზე ჩამეტარებინა კვლევა და დამედგინა მიზეზები. საკითხის შესწავლის მიზნით გამოვიყენე თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. ამ ტიპის მეთოდებით კვლევამ მომცა შესაძლებლობა გამომეკვეთა საკითხის მნიშვნელოვანი ასპექტები და კვლევის საჭიროებებიდან გამომდინარე შემემუშავებინა გეგმა, რომელშიც კვლევის პროცესში შევიტანდი ცვლილებებს. თვისობრივი კვლევის ინსტრუმენტებად გამოვიყენე ფოკუსჯგუფის დაკვირვება და ამ ჯგუფის მოსწავლეებთან დიალოგი. რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენე წერილობითი გამოკითხვა და მონაცემთა ანალიზი. კვლევის პირველ ეტაპზე მოვახდინე სამიზნე ჯგუფის შესაძლებლობების შესწავლა, შემდგომ ეტაპზე მოსწავლეებისგან მიღებული მონაცემები დამუშავება, დასკვნით ეტაპზე მოხდა შეგროვებულ მასალაზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმის დასახვა.
თავდაპირველად მოსწავლეებს დაურიგე წინასწარ შედგენილი კითხვარები და ვთხოვე გულწრფელად ეპასუხათ კითხვებზე, გამოკითხვა იყო ანონიმური, ვინაიდან მოსწავლეები ყოფილიყვნენ გულახდილნი და შესაბამისად შედეგები იქნებოდა სანდო (იხ. დანართი3)
გამოცდილების გაზიარების მიზნით მქონდა კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები სადაც ვმსჯელობდით ჩემს კვლევაში წამოჭრილ საკითხებზე, ხდებოდა საკუთარი გამოცდილების ურთიერთგზიარება. მათაც გამოთქვეს სურვილი მიეღოთ მონაწილეობა კვლევაში, ვინაიდან აღნიშნული პრობლემა მათთვისაც აქტუალური აღმოჩნდა (იხ დანართი4 ).
IVთავი მონაცემთა ანალიზი
4.1 თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი
გამოკითხვის თვისობრივმა და რაოდენობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ მოსწავლეები არ უთმობენ საკმარის დროს საშინაო და დამოუკიდებელი წერითი დავალებების შესრულებას რომელიც დაეხმარებათ მათ შესწავლილი მასაკის უკეთ გააზრებაში და შესაბამისად ეს პროცესი მოახდენდა გავლენას შემაჯამებელი სამუშაოს შედეგებზეც. გამოკითხვამ აჩვენა რომ მოსწავლეების ნაწილს ჰგონია, რომ ვერ გაართმევს თავს საშინაო ან დამოუკიდებელ წერით დავალებებს, ნაწილი სირთულეების წარმოქმნისთანავე ანებებს თავს სამუშაოს. მხოლოდ მცირე ნაწილმა დაადასტურა საშინაო და დამოუკიდებელი წერითი სამუშაოების კეთილსინდისიერად შესრულების მზადყოფნა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
წერით დავალებებს დამოუკიდებლად
25% არ ასრულებს
40% ნაწილობრივ ასრულებს
35% ასრულებს
გამოკითხვის ანალიზის შედეგად დავადგინე აგრეთვე ის, რომ სწავლების პროცესში მოსწავლეების ნაწილის მხრიდან არასაკმარისად ხდება მიღებული ცოდნის სიღრმისეული გააზრება და როცა მასალას არასრულფასოვნად ფლობ, ძნელდება საჭიროების შემთხვევაში ამ ცოდნის აკუმულირება სავარჯიშოებსა თუ მაგალითებში, რაც ასევე აისახება შედეგებსა და შეფასებებზე.
პედაგოგების ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა ის, რომ აღნიშნულ პრობლემას თავადაც აწყდებიან , ჩატარებულმა ინტერვიუმ საშუალება მომცა მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა სკოლაში ზოგადად არსებულ მდგომარეობის შესახებ. მიღებული სურათი ცხადყოფს, რომ მოსწავლეები ვერ ახერხებენ შეითვისონ მასალა იმ ხარისხით რომელოც სჭირდებათ სწავლის ამ ეტაპზე, ან დასჭირდებათ მომავალში. ვიმსჯელეთ იმის შესახებაც, რომ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას მაქსიმალურად გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები, აქცენტი გავაკეთოთ მეტ პრაქტიკულ მეცადინეობებზე, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში, აღინიშნა ისიც, რომ საგაკვეთილო პროცესის თანამედროვე მიდგომების დანერგვით იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, პედაგოგების მიერ გამოცდილების გაზიარება, ხშირი სამუშაო შეხვედრები, პრობლემების ერთობლივად მოგვარების გეგმა და საშუალებები დადებითად მოქმედებს ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე.
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ საშინაო დავალების შესრულებას არ თვლიან მნიშვნელოვან აქტივობად, ხშირად არ ასრულებენ ან ნაწილობრივ ასრულებენ საშინაო დავალებებს, თუმცა აღიარებენ, რომ დავალების შესრულება უკეთესად შეძლებდნენ საკმარისი დრო რომ დაეთმოთ, აღიარეს ისიც რომ წინა მოსამზადებელ პედიოდში მეტი რომ ემუშავათ შემაჯამებელ სამუშაოებში უკეთეს შედეგებს მიიღებდნენ. გამოსავალი მათი თქმით არის ის ,რომ უფრი მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან დამოუკიდებელ წერით სამუშაოების შესრულების პროცესს.
4.2 კვლევის მიგნებები
< საჭიროა შემაჯამებელი სავარჯიშოები ისე იყოს დაგეგმილი, რომ ხელს უწყობდეს მოსწავლეთა ცოდნის დომის მაქსიმალურად გამოვლენას
< მასწავლებლის მხრიდან მუდმივი უკუკავშირი ხელს უწყობს ხარისხიან მუშაობის პროცესს.
<საჭიროა მუდმივად მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და ამ საჭიროებებზე მორგებული დიფერენცირებულ დავალებებზე მუშაობა.
<კოლეგებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს აღნისნული პრობლემის აღმოფხვრას
Vთავი კვლევის აღწერა
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა განხორციელება და შეფასება
შედეგების გაანალიზების შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები.1) პირველ რიგში მოვახდინე საგაკვეთილო პროცესის დეტალური გაანალიზება. აქცენტი გავაკეთე ისეთ აქტივობებზე, რომლებიც შედეგიანი უნდა ყოფილიყო ნაყოფიერი სწავლის დროს.
აქტივობა1- წიგნზე დამოკიდებული მუშაობა. წაკითხულის გაანალიზება.
აქტივობა2.- სქემებზე და ცხრილზე მუაშაობა, დაკვირვება, ანალიზი, მოდელის დამზადება
აქტივობა3- აკეთებს გამოთვლებს, აანალიზებს მონაცემებს.
აქტივობა4-სქემებზე და ცხრილებზე მუშაობა, დისკუსია, დაკვირვება, ანალიზი, დასკვნის გამოტანა.
აქტივობა5- ტექსტზე მუშაობა, დისკუსია.
აქტივობა6- ინფორმაციის გადამუშავება და მისი გამოყენება დავალების შესრულებისას.
აქტივობა7- მუშაობა თვითშეფასების ტესტებზე.
აქტივობა8-ექსპერიმენტზე დაკვირვება, ანალიზი, კვლევა, მოვლენათა მიზეზების ახსნა.
2) მოსწავლეებს მივეცი არჩევანის საშუალება , კერძოდ შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიცემული დავალებებიდან თვითონ აარჩევდნენ რომელ სავარჯიშოებს შეასრულებდნენ, ამით ვეცადე გარკვეულწილად არჩევანის თავისუფლებასთან ერთან გამეზარდა მათთვის თვითრწმენაც.
3) წაინასწარი ინფორმირებულობა იმის თაობაზე რომ საშინაო დავალებაში მიცემული სავარჯიშოებით იქნებოდა დაკომპლექტებული შემაჯამებელი სამუშაოც, შედეგად მათი ჩართულობის ხარისხი გაიზარდა და საკონტროლო სამუშაოს შესრულებისას მღელვარება და შიშის განცდაც ნაკლები იყო.
ასეთი მეთოდით ვიმუშავე რამდენიმე თვის განმავლობაში , ვაწარმოები დღიურს რის საფუძველზეც შევძელი გამომეტანა დასკვნა ჩემს მიერ დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტიანობის შესახებ. აგრეთვე აშკარად იგრძნობოდა რომ მოსწავლეთა დამოკიდებულება და ხედვა შეიცვალა შემდეგი მიმართულებით:
< გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა.
< გაიზარდა მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.
მოსწავლეთა მონიტორინგს ვახდენდი სისტემატიურად, მუდმივად ვღებულობდი ინფორმაციას დაგეგმილი დავალებების შესრულების სიხშირის ხარისხისა და ამ პროცესში წარმოჩენილი პრობლემების შესახებ.მოსწავლეებთან მქონდა შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისი უკუკავშირი. მათთან ერთად ვმსჯელობდი დამოუკიდებელი წერითი სამუშაოს შესრულების დროს გამოვლენილ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შეხვედრები მქონდა როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში ისე საერთო საკლასო სივრცეში. სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულებისას ვცდილობდი პრობლემის გამოკვეთასთან ერთად ინდივიდუალური მიდგომებით გამომეკვეთა თითოეული მოსწავლის მუშაობის ხარისხი, დაგვეძლია წინააღმდეგობები და მუშაობის პროცესი გაგვეხადა საინტერესო, ასეთი მუშაობის შემდეგ ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოს შედეგი იყო გაცილებით იმედისმომცემი და მოსწავლეებმა თავად შეამჩნიეს საკუთარი პროგრესი.
5.2 მეორადი კვლევის შედეგები
კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში ვაფასებდი ინტერვენციებს შემდეგი კითხვების დახმარებით:
<სწორია თუ არა შემუშავებული პრობლემის გადაჭრის გზები;
<ამგვარი მიდგომით ამაღლდა თუ არა მოსწავლეთა შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები;
შედეგად გამოიკვეთა, რომ:
1) მოსწავლეებმა გააცნობიერეს პსაუხისმგებლობა თავიანთ ქმედებასა და მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში.
2) გაუმტკიცდათ საკუთარი თავის რწმენა ( “არვიცი რა დავწერო” -ს წინააღმდეგ).
3) გაიზარდა მოტივაცია.
4) შეძლეს საკუთარი მიღწევებისა და პროგრესის დანახვა.
აღნიშნული კვლევა საკმაოდ სასარგებლო და შედეგიანი აღმოჩბდა სამიზნე ჯგუფისთვის, ამაღლდა მოტივაცია, გაიზარდა დაინტერესების ხარისხი, ცოდნის მიღების სურვილი და დადებითი შედეგები( იხ დანართი6).
5.3 კვლევის ნაკლოვანებები( ხარვეზები)
შემაჯამებელი სამუშაოების შედეგების კვლევა საკმაოდ რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამავდროულად ეს პრობლემა დიდ ყურადღებას საჭიროებს.პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე სასურველი იქნებოდა ეს პროცესი სკოლის მაშტაბით განხორციელებულიყო და სხვადსხვა საგნის შედეგებით პრობლემის სიღრმისეული ანალიზის საშუალება გვქონოდა. ასევე ხარვეზად მიმაჩნია მოსწავლეთა სრული ჩართულობის სირთულეც რაც შედეგს უფრო რეალურს გახდიდა. პრობლემა იყო აგრეთვე მშობლების ჩართულობაც, მაგრამ მიუხედავად ამისა ვთვლი რომ ჩემი კვლევის შედეგები რეალურ სურათს ქმნის და ასევე იძლევა მნიშვნელოვანი ანალიზის საშუალებას.
დასკვნა
როგორც ცნობილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის დაზუსტებულია შემაჯამებელი დავალებების მინიმალური სავალდებულო რაოდენობა თითოეული სემესტრისთვის ცალ-ცალკე. ჩემი აზრით საკმაოდ ინფორმაციულია წერითი შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი. ეს პროცესი მნიშვნელოვანი კვლევაა რომელიც მასწავლებელს მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმვაში ეხმარება და გამიზნულია შედეგების გაუმჯობესებისაკენ.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშემწყობი ფაქტორების გათვალისწინება, სწორი და დროული უკუკავშირი მნიშვნელოვნად განაპირობებს წერითი დავალებების მიმართ მოსწავლეთა პასუხისმგებლობისა და პოზიტიური დამოკიდებულების გაზრდას. კვლევამ დამარწმუნა აგრეთვე, რომ რაც არ უნდა რთულად მოსაგვარებელი გვეჩვენებოდეს პრობლემა, ღირს მასთან შეჭიდება, სწორად დაგეგმილი კვლევა გვეხმარება მნიშვნელოვანი მიგნებების ჩამოყალიბებაში. დამუშავებული ლიტერატურის ანალიზმა და პირადმა გამოცდილებამ მომცა შესაძლებლეობა გარკვეული რეკომენდაციების შემუშავების.
რეკომენდაციები
1)მასწავლებელმა უნდა უწყვეტ რეჟიმში იმუშაოს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის.
2) განსაზღვროს თუ რა მაქსიმალური შედეგების მიღებაა შესაძლებელი მოსწავლეებისგან სასწავლო კურსის დასრულებისას.
3)უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა.
4)მოსწავლეთა მოთხოვნილებების ანალიზი ეხმარება მასწავლებელს, გამოიყენოს საკითხის მრავალმხრივი მიდგომა.
5) ხელი შუწყოს მოსწავლეთა პროგრესს.
ეს ყოველივე შესაძლებელია მასწავლემლის მზაობით მუდამ ზრუნავდეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის დახვეწაზე, საკუთარ პროფესიონალიზმზე.
საჭიროდ მიმაჩნია ახალი სასწავლო წლიდან კიდევ გავაგრძელო ამ მიმართულებით მუშაობა, დავხვეწო საკუთარი გამოცდილება და შეძენილი ცოდნა მოვახმარო ჩემს მოსწავლეებს და გაუზიარო კოლეგებს.
ბიბლიოგრაფია:
1) სწავლება და შეფასება დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის II ნაწილი (2010წ)
2) განვითარებისა და სწავლის თეორიები- დამხმარე სახელმძღვანელო I ნაწილი( 2010წ)
3) როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევა I და II ნაწილი
( ვიდეორესურსი) ავტორი ეკა ცხადაია 2014წ.
ინტერნეტგაზეთი-maststavlebeli.ge
4) პრაქტიკული პედაგოგიკა- შემაჯამებელი დავალებების შედეგების ანალიზის პრაქტიკა. ავტორი მანანა ბოჭორიშვილი ( 23 იანვარი 2015წ)
5) საშინაო დავალების ინსტრუქციები ანუ “არვიცირადავწეროს” წინააღმდეგ. ავტ.ნინო ლომიძე (29მარტი 2019წ)
6) როგორ უნდა გავაუმჯობესოთ საშინაო დავალების ეფექტიანობა. ავტ. ნათია უჩავა( 25 აპრილი 2019წ)
7) დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური შეხედულებები.ავტ.მარინე ჯაფარიძე(27 ოქტომბერი 2014წ)
8) როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები? tpdc.ge 2011წ
9) რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებაში.ავტ.ლია წულაძე( 2008წ)
10) საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე.ავტ.თეო ნეფარიძე(20ივნისი2014წ)
11) სასკოლო სახელმძღვანელო ქიმია 10-ე კლასი ავტ. გ.ანდრონიკაშვილი, დ.გულაია, მ.მამიაშვილი (2012წ)
დანართი 1
წარმოგიდგენთ ჟურნალ მასწავლებელში გამოქვეყნებილ(ავტ.მანანა ბოჭორიშვილი) შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიშის ნიმუშს- რომელიც აქტიურად გამოვიყენე კვლევის პროცესში
საკონტროლო
|
N 1
|
N2
|
N3
|
N4
|
N5
| |
თარიღი
| ||||||
კლასის საშუალო არითმეტიკული
| ||||||
რა გაუჭირდათ მოსწავლეებს შემაჯამებელი დავალებების შესრულებისას
| ||||||
რეკომენდაციები შემდეგი საკონტროლოს დაგეგმისთვის
| ||||||
შენიშვნა
|
დანართი 2
კვლევის განრიგი
პრობლემის იდენტიფიცირება
|
<
| ||||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
<
| ||||||
კითხვების შემუშავება
|
<
| ||||||
ფოკუსჯგუფთან შეხვედრა, კითხვარის შევსება
|
<
| ||||||
მონაცემთა ანალიზი
|
<
| ||||||
ინტერვენციის განხორციელება
|
<
|
<
|
<
|
<
|
<
| ||
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
<
| ||||||
პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა
|
<
|
დანართი 3
ფოკუსჯგუფის კითხვარი
- რა დროს უთმობენ საშინაო დავალების შესრულებას
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
2) რამდენად ხშირად ასრულებენ დავალებებს
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
3) შეგიძლიათ თუ არა დავალებების უფრო სრულყოფილად შესრულება
---------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
4) რას თვლით გაკვეთილზე მოუმზადებლად მოსვლის ან დავალებების შეუსრულებლობის ყველაზე მთავარ მიზეზად
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
5) რა დროს უთმობთ, შემაჯამებელი სამუშაოებისთვის წინა მოსამზადებელ პერიოდს
------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
6) თვლით თუ არა, რომ შემაჯამებელ სამუშაოებში მიღებული დაბალი შედეგები, საშინაო დავალებების არასრულფასოვნად შესრულების შედეგია
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
7) პრობლემის მოგვარების რა საშუალებებს ხედავთ
----------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 4 კითხვარი -ინტერვიუ
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრაზე განხილული აქტუალური საკითხები
- როგორ მოვახერხოთ, რომ უკეთესად დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები
----------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
2) რა გზებს მიმართავთ იმისთვის, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
3)როგორ ახერხებთ მოსწავლეთა ჩართულობის და მოტივაციის გაზრდას
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
4)როგორ მოვახერხოთ, რომ საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლეს მივცეთ საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
5) მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე რამდენად მოქმედებს ახალი მიდგომებით ჩატარებული გაკვეთილები
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
6)რა გზებს მიმართავთ საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების დახვეწისთვის
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 5
ფოკუსჯგუფში ჩართული მოსწვლეების წერითი შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები ინტერვენციამდე:
1-4 ქულა 40%
5-7 ქულა 45%
8-10 ქულა 15%
დანართი 6
ფოკისჯგუფში ჩართული მოსწავლეების წერითი შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები ინტერვენციის შემდეგ:
1-4 ქულა 25%
5-7 ქულა 55%
8-10 ქულა 20%
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
სსიპ ქ.თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა შემაჯამებელ სამუშაოებში მოსწავლეთა დაბალი აკადემიური შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ.
კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს და გრძელდებოდა ექვსი თვის განმავლობაში.
კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება შემაჯამებელ და წერით სამუშაოებში. ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა,რომ საკითხი მეტად აქტუალურია, რადგან შემაჯამებელი წერითი დავალებების სრულყოფილად შესრულება უჭირთ მოსწავლეებს და ამ მიმართულებით სხვადასხვა მეთოდების დანერგვა აუცილებლად მოგვცემს შედეგს. სწორედ ამ საჭიროებამ გადამაწყვეტინა ამ საკითხზე კვლევის ჩატარება. ამ კვლევის ფარგლებში განხორციელებულმა ინტერვენციებმა და მიღებულმა შედეგებმა დამანახა,რომ მოსწავლეებში გაზარდა შეფასების მაჩვენებელი. პრაქტიკული კვლევის განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგების გაზიარება საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა როგორც კვლევაში მინაწილე მოსწავლეებისთვის, ისე ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის.
კვლევის ანგარიში წარვუდგინე კოლეგებს, რომლებმაც დადებიტად შეაფასეს ჩემ მიერ გაწეული მუშაობა.
ქეთევან ლეკიაშვილი
ივნისი 2019წ
Comments
Post a Comment